პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრს, მიხალ ვოსს, კორონავირუსი დაუდგინდა.
"თავს კარგად ვგრძნობ. მადლობას ვუხდი ექიმებს და სოლიდარობას ვუცხადებ ყველა ინფიცირებულს", - წერს ვოსი.
პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირების 177 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 4 ადამიანი. 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
მსოფლიოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 182 742 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა - 7 174. გამოჯანმრთელდა 79 883 პირი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.