იმნაძე კარანტინში მყოფების მატებაზე: ბევრი ბრუნდება ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყნიდან

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე, საკარანტინო ზონაში მყოფი ადამიანების რაოდენობის გაზრდას უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას უკავშირებს.

"ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ბრუნდება ახლა ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყნიდან. მოგეხსენებათ, რაც ხდება ევროპის ქვეყნებში, ფრენებიც უკვე შეიზღუდა. ამიტომ, ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად ასწრებენ ქვეყანაში დაბრუნებას", - პირველ არხის ინფორმაციით, ამბობს პაატა იმნაძე.

დღევანდელი, 16 მარტის მონაცემებით, საქართველოში, კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

კომენტარები