საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება

Reuters

საქართველოში, კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 ადამიანი რჩება, ხოლო ახალი კორონავირუსით საქართველოში 33 ადამიანია ინფიცირებული.

ცნობისთვის, დღეს, 16 მარტს, ინფექციური საავადმყოფო ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა "N1"-მა პაციენტმა დატოვა. ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 28 პირი რჩება.

კომენტარები