კორონავირუსი

ეზუგბაია: ჩვენთან მყოფი 28 პაციენტიდან 8-ს პნევმონია აქვს, აქედან 4-ს მძიმე, მაგრამ სტაბილური

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მყოფი 28 პაციენტიდან, რვას პნევმონია აქვს.

"აქედან ოთხი მძიმე პნევმონიით ფასდება, სტაბილური სიტუაციაა დაწყებული მკურნალობის ფონზე და ვიმედოვნებთ, პროგრესირება არ იქნება. ამ დონეზე თუ შეგვიჩერდება პროცესი, ეს ძალიან კარგი იქნება. ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ დადგება გაუმჯობესება და გამოჯანმრთელებისგანაც შორს არ ვიქნებით. დანარჩენ ოთხ შემთხვევაში საშუალოზე მსუბუქი პნევმონიაა" - თქვა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 - თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. 

კომენტარები