ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, მეორე პაციენტზე ჩატარებული პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია. მისივე თქმით, ირანში ნამყოფ ამ პაციენტს ტესტი მე-15 დღეს გაუკეთეს და უკვე უარყოფითი პასუხი აჩვენა.
"24 საათის ინტერვალში უნდა გაკეთდეს განმეორებით ტესტი და თუ კვლავ უარყოფითი იქნება ვიტყვით, რომ ის გამოჯანმრთელდა. " - ამბობს ეზუგბაია.
დღეს გახდება ცნობილი ასევე პირველი პაციენტის მეორადი ტესტის შედეგი, გუშინ პირველ პაციენტზე გაკეთებული ტესტი უარყოფითი იყო.
ეზუგბაიას თქმითვე, 5 ახალი პაციენტიდან ერთერთი არის საყურადღებო და ყველას უტარდება შესაბმისი კვლევები.
"რამდენიმე დღე გვჭირდება, რომ ვთქვათ სტაბილურია პაციენტების მდგომარეობა თუ პროგრესირებს." - ამბობს ეზუგბაია.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 30 შემთხვევა არის დადასტურებული.





