კორონავირუსი

საფრანგეთში კორონავირუსის გამო ყველა რესტორანი, კლუბი და კინოთეატრი დაიხურება

Reuters

საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყველა კლუბი და კინოთეატრი დაიხურება. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ფილიპმა ისაუბრა.  

პრემიემრინისტრის ინფორმაციით, დაიხურება დაწესებულებები, რომელთა მუშაობაც აუცილებელი არ არის. 

"მარკეტები და მაღაზიები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები, ბანკები, გაზეთისა და თამბაქოს ჯიხურები მუშაობას განაგრძობენ", - თქვა პრემიერმინისტრმა. 

ედუარდ ფილიპის თქმით, რესტორნებსა და კაფეებში ბევრი ადამიანი იკრიბება, რაც, მისივე თქმით, არასწორია. 

"ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც შეკრება უყვარს, მხიარული ხალხი, ხალხი, რომელსაც ერთად ცხოვრება მოსწონს. შესაძლოა, მაშინ უფრო მეტად, როცა შიში ვრცელდება", - თქვა მან. 

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 838 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, დადასტურებულია 4 499 შემთხვევა. გარდაიცვალა 91 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 12.

კომენტარები