ინგლისში ახალდაბადებულ ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინგლისში ახალდაბადებულ ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბავშვის დედას, რომელიც ჩრდილოეთ ლონდონის ჰოსპიტალში მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე სავარაუდო პნევმონიის დიაგნოზით გადაიყვანეს, Covid-19 ასევე დაუდასტურდა.

უცნობია, როდის დაინფიცირდა ბავშვი - მუცლადყოფნის პერიოდში თუ დაბადების პროცესში. გამოცემა The Sun, რომელმაც ინფორმაცია პირველმა გაავრცელა, წერს, რომ ბავშვი კვლავ მიდლსექსის ჰოსპიტალში რჩება, დედა კი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ინგლისის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა, პროფესორი კრის უაითმა წარსულში თქვა, რომ ფეხმძიმე ქალებმა კორონავირუსზე არ უნდა ინერვიულონ. ხელისუფლება აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ვირუსის დედის რძით გადაცემის კლინიკური მტკიცებულება.

დღეის, 14 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში Covid-19-ით 150 585 ადამიანია ინფიცირებული. დიდ ბრიტანეთში - 1482. მათგან 31 - დაიღუპა.

კომენტარები