კორონავირუსი

ათენში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

University of Michigan News

ატენში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქესთან საქართველოს საელჩო და საკონსულო ათენსი მუდმივ კავშირზე არიან. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. 

საბერძნეთში კორონავირუსის 190 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 3, გამოჯანმრთელდა 2 პირი.

კომენტარები