საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ დადასტურებულია - 30. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდზე - Stopcov.ge განთავსდა. ოფიციალური მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 54.
13 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თქვა, რომ კორონავირუსზე რამდენიმე ათეული სინჯი ჰქონდათ აღებული, რომლის პასუხიც მომდევნო დღეებში გახდებოდა ცნობილი. გუშინდელი მონაცემებით, 35-მდე სინჯიდან ყველა უარყოფითი იყო და კორონავირუსის ახალი შემთხვევა ქვეყანაში არ იყო ლაბორატორიულად დადასტურებული.
პირველი 25 შემთხვევიდან ორი ირანს, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი იტალიას უკავშირდებოდა.





