კორონავირუსი

კორონავირუსის გამო პოლონეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს

GETTY IMAGES

კორონავირუსის გამო პოლონეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს. გადაწყვეტილება კვირიდან, 15 მარტიდან, შევა ძალაში. განცხადება პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ გააკეთა.

პოლონეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნდებიან, 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.  

"ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს ვერ მიატოვებს. თუმცა, ამ სიტუაციაში უცხოელებისთვის საზღვრებს ღიას ვერ დავტოვებთ", - თქვა პრემიერმინისტრმა. 

მორავიეცკის თქმით, დაიხურება სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები, რესტორნები, ბარები და კაზინოები. აიკრძალება 50-ზე მეტი ადამიანის შეკრება.  

პოლონეთში კორონავირუსის 68 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

კომენტარები