კორონავირუსი

WHO: ევროპა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ეპიცენტრი გახდა

ABC

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გიბრეისუს თქმით, ევროპა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ეპიცენტრი გახდა. 

"უფრო მეტი გარდაცვალებითა და შემთხვევით, ვიდრე მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში ერთად, ჩინეთის გარდა. ყოველდღე უფრო მეტი შემთხვევა ვლინდება, ვიდრე ეს იყო ჩინეთში ეპიდემიის პიკის დროს", - თქვა მან.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, მთელი ძალისხმევით იბრძოლონ კორონავირუსის წინააღმდეგ. 

"არა მხოლოდ ტესტირება, არა მხოლოდ კონტაქტების მოკვლევა, არა მხოლოდ კარანტინი, გააკეთეთ ეს ყველა ერთად", - თქვა ტედროს ადანომ გიბრეისუმ.  

WHO-მ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

მსოფლიოში კორონავირუსით 142 783 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 5 372, გამოჯანმრთელდა 70 920. ევროპაში კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში დაინფიცირდა - 17 660, 2 547 ბოლო ერთი დღის განმავლობაში. ქვეყანაში გარდაიცვალა 1 266 ადამიანი, 250 ბოლო ერთი დღის განმავლობაში. გამოჯანმრთელდა 1 439 პირი.

კომენტარები