კორონავირუსი

სააკაშვილი: კრიჭაში ჩადგომის დრო არაა, უნდა გადაიჭრას სამედიცინო სისტემის პრობლემები

ვირუსის პირობებში, რომელიც საფრთხეს უქმნის თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ქართულმა საზოგადოებამ უნდა აჩვენოს ის, რაც არაერთხელ უჩვენებია ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეგზისტენციალური გამოწვევების დროს - სრული ერთიანობა, ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს ჩვენი საუკეთესო თვისებები, რომ ქართველებს შეუძლიათ ერთმანეთის გატანა გაჭირვებაში. 

ჩვენ გვაქვს საკმაოდ განვითარებული ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა, რომელიც მე დავტოვე და რიჩარდ ლუგარის ცენტრი, რომელიც ჩემმა მეგობარმა ააშენა და რომელიც საქართველოს ქმნის უფრო დაცულად, ვიდრე დაცულია რეგიონის სხვა ნებისმიერი ქვეყანა. მაგრამ ახლა, ამ სისტემაში, არის პრობლემები. პრაქტიკულად, ბევრი საავადმყოფო, ჩვენ მიერ დატოვებული, არის დარჩენილი რესურსებისა და მათი პერსონალი დარჩენილია ხელფასების გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ გასტუმრებული იქნას მათი დავალიანება, მოიძებნოს ახალი ლოკაციები დაავადებასთან საბრძოლველად და სასწრაფოდ მოხდეს დატრენინგება სამედიცინო პერსონალის.

ახლა ერთმანეთისთვის კრიჭაში ჩადგომის დრო არ არის. საზოგადოება უნდა დაუდგეს სამედიცინო სისტემას და მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას მისი პრობლემები. თუ ყველაფერ ამას გავაკეთებთ, თუ დავდგებით ყველა ჩვენს განსხვავებაზე მაღლა, ქართული საზოგადოება მინიმალური დანაკარგებით გამოვა ყველაფერ ამიდან და საქართველო შეძლებს ამ კრიზისის დაძლევასაც.

თქვა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქით გავრცელებულ ვიდე-მიმართვაში.

კომენტარები