ეკონომიკა

თებერვალში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი 0.5%-ით შემცირდა

reuters.com

საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა, იანვარ-თებერვლის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემები გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, თებერვალში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი 0,5%-ით შემცირდა. 

თუ გასული წლის თებერვალში საქართველოდან 265 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, იგივე მაჩვენებელმა წელს 263,6 მილიონი დოლარი შეადგინა. საპირისპიროდ, 8%-ით გაიზარდა იმპორტი და 703 მილიონ დოლარს გაუტოლდა. 

რაც შეეხება მთლიანად იანვარ-თებერვლის მონაცემებს, ამ პერიოდში საქართველოს საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 1,855 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. 

იანვარ თებერვალში ექსპორტის ღირებულებამ 526 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 4,5%-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდში იმპორტმა 1,328 მილიარდი დოლარი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 6,8%-ით აღემატება. 

ამგვარად, 2020 წლის იანვარ-თებერვალში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 802 მილიონი დოალრი შეადგინა, რაც საგარეო ვაჭრობის ჯამური ბრუნვის 43%-ს შეადგენს.

 

კომენტარები