კორონავირუსი

შსს: მომსახურების ცენტრებსა და მიგრაციის დეპარტამენტს გარდაუვალი აუცილებლობისას მიმართეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრებსა და მიგრაციის დეპარტამენტს მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხევვაში მიმართონ.  

შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, ისარგებლონ ელექტრონული სერვისებით.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სადეზინფექციო სამუშაოების გამო 14, 17 და 19 მარტს მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული, 14 მარტს კი საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების თბილისისა და რუსთავის სერვისცენტრები მუშაობას წყვეტენ. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ იუსტიციის სახლებში, რეესტრებსა და სანოტარო ბიუროებში ვიზიტისგან და დისტანციური სერვისებით ისარგებლონ.

კომენტარები