TBC ბანკი

TBC: გადავწყვიტეთ, მსესხებლებს შევთავაზოთ 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი

თიბისი ბანკი მსესხებლებს სესხის შეტანაზე 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. მიზეზი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გამოწვეული გარემოებებია.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი.

საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით თიბისი უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას.

დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ", - აცხადებს თიბისი.

ანალოგიური გადაწყვეტილება თავდაპირველად საქართველოს ბანკმა გუშინ, 12 მარტს მიიღო.

კომენტარები