TBC ბანკი

ხაზარაძე: ანაკლიის პორტი აბსოლუტურად ახალი შესაძლებლობის შეთავაზებაა აფხაზი ძმებისთვის

ანაკლიის პორტი დაახლოებით 4 კმ-შია ე.წ საზღვართან, ეს არის, რა თქმა უნდა საფრთხე - პოლიტიკურიც და სამხედროც. მაგრამ მე ვფიქრობ, ეს არის ასევე შეთავაზება ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, აბსოლუტურად ახალი შესაძლებლობის. მშენებლობის პირველ ეტაპზე ჩვენ ძალიან ბევრი გალელი დავასაქმეთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, როდესაც პორტის მშენებლობა დასრულდება. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია აფხაზ მეგობრებთანაც. იმიტომ, რომ გამოსავალი ყველას უნდა. მე არ ვარ პოლიტიკოსი, ბიზნესმენი ვარ და ვფიქრობ, ეკონომიკისა და ბიზნესის ენა არის ძალიან კარგი საყრდენი იმისის, გარემო შევცვალოთ. ანუ, ერთის მხრივ არის საშიშროება, რომელსაც ვერაფერს ვშველით, მაგრამ მეორე მხრივ, არის ახალი ფურცელი, რომლითაც ვეუბნებით, ახლიდან დავიწიყოთ, მოდი ერთად ვაკეთოთ ბიზნესი, მოდი, ჩაერთეთ ამ საქმეში და ამხელა გრანდიოზული მშენებლობა და შემდგომ მისი ოპერირება მეტნაკლებად მიუტანს სიკეთეს არამხოლოდ სამეგრელოს რეგიონს...

TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სტუდენტებთან შეხვედრაზე.

კომენტარები