TBC ბანკი

წლის პირველ ნახევარში TBC ჯგუფის წმინდა მოგება 18.8%-ით გაიზარდა

TBC ბანკის სათაო ოფისი
ir.tbcbank.ge

TBC ბანკის მფლობელმა კომპანიამ, TBC BANK GROUP PLC-მ, რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული, გამოაქვეყნა 2019 წლის მეორე კვარტლისა და წლის პირველი ნახევრის ფინანსური მიმოხილვა.

მიმოხილვის მიხედვით, TBC-ის წმინდა მოგებამ 2019 წლის პირველ ნახევარში 258.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.8%-ით მეტია. ფასიანი ქაღალდებიდან შემოსავლები 22.7%-ს შეადგენდა, ხოლო აქტივებიდან - 3.3%-ს.

გარდა ამისა, TBC-ის გაცემული სესხები წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით 25.2%-ით გაიზარდა.

ივნისის მონაცემებით, ჯგუფის მთლიანი აქტივობის ღირებულება 17 მილიარდ 278 მილიონ ლარზე მეტია, რაც 6 მილიარდ 23 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტია. წინა კვარტალთან შედარებით, აქტივები 13.9%-ით გაიზარდა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, TBC საქართველოში ყველაზე დიდი საბანკო ჯგუფია, რომელიც წილიც ბაზრის 39.1%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში იანვარი-ივნისის პერიოდს ასახავს. ოთხაშაბათს, 24 ივლისს გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგის მომენტიდან პარასკევამდე, 26 ივლისამდე კომპანიის კაპიტალიზაცია 150 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 550 მილიონს აღემატება.

კომენტარები