გამოძიებაში რა თქმა უნდა, იუსტიციის მინისტრი არ და ვერ ერევა. პიროვნულად არც მაქვს სურვილი, რომ რაიმე მეტი ვიცოდე და ჩავერიო. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც პროკურატურის ორგანოები ახალი კონსტიტუციის შედეგად სრულად დამოუკიდებლები გახდნენ, შესწევთ უნარი, საგამოძიებო ორგანოებზე შესაბამისი ზედამხედველობა ისე განახორციელონ, რომ რომელიმე მხარის უფლებები არ დაირღვეს. პოლიტიკური შეფასებები ხანდახან აზიანებს გამოძიებას და რაკი არ ვიცი, რა არის გამოძიების სტრატეგია, თავს შევიკავებდი ამ თემაზე ნებისმიერი ტიპის წინასწარი კომენტარისგან. როდესაც გამოძიება დადებს შედეგებს, რა თქმა უნდა, მაშინ მეც მექნება ჩემი პოლიტიკური აზრი.
TBC ბანკი
წულუკიანი TBC-ზე: როდესაც გამოძიება დადებს შედეგებს, მაშინ მეც მექნება ჩემი პოლიტიკური აზრი
tbl.ge/3hek
დაკოპირდა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეროვნული ბანკის გადაწყვტილებაზე, TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ. წულუკიანის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.
ამავე თემაზე
- TBC: გადავწყვიტეთ, მსესხებლებს შევთავაზოთ 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი
- ხაზარაძე: 10 წელია TBC-ის არავინ გამოუსახლებია, მაგრამ ამ ინფორმაციის პროპაგანდა არ მიდის
- წლის პირველ ნახევარში TBC ჯგუფის წმინდა მოგება 18.8%-ით გაიზარდა
- ხაზარაძე: არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს, მე შიდა საფრთხეების უფრო მეშინია
- ხაზარაძე: ანაკლიის პორტი აბსოლუტურად ახალი შესაძლებლობის შეთავაზებაა აფხაზი ძმებისთვის