გამყრელიძე კერძო ჰოსპიტალურ და ფარმაცევტულ სექტორს: ნუ ისარგებლებთ შემქნილი მდგომარეობით

ამირან გამყრელიძე
NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოუწოდებს კერძო ჰოსპიტალურ, ამბულატორიულ და ფარმაცევტულ სექტორს, არ ისარგებლონ შექმნილი მდგომარეობით.

„შეიძლება, იყოს გარკვეული წამლების დეფიციტი. არ ვისარგებლოთ ამით და ვიყოთ სოლიდარული, ხელი შევუწყოთ, რომ მოსახლეობას მეტი ფინანსური ხელმისაწვდომობა ჰქონდეს ყველა იმ საჭირო მედიკამენტურ თუ სამედიცინო საშუალებაზე, რომელიც ინფექციასთან ბრძოლისთვის საჭიროა," - თქვა გამყრელიძემ.

საქართველოში უკვე კორონავირუსის 25 შემთხვევაა აღრიცხული. გამყრელიძის თქმით, პირი, რომელსაც დღეს, 12 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფექციურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას და მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კორონავირუსის 25-ე შემთხვევა იტალიასთანაა დაკავშირებული.

"არის ჩვენი ინფექციონისტების მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ,"- ამბობს გამყრელიძე. 

რაც შეეხება აქამდე დადასტურებულ 24 შემთხვევას, მათგან ორი ირანს, ერთი ესპანეთს, დანარჩენები კი პირდაპირ ან ირიბად იტალიას უკავშირდება. 

ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჯიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ - 49. 

 

კომენტარები