სტივენ კინგი

სტივენ კინგი: არა, კორონავირუსი არ ჰგავს ვირუსს რომანიდან The Stand

სტივენ კინგმა მოუწოდა მკითხველებს დამშვიდდნენ და აღნიშნა, რომ კორონავირუსი სულაც არ გავს მის რომანში The Stand აღწერილ ვირუსს. 

"არა, კორონავირუსი არ ჰგავს ვირუსს რომანიდან The Stand. ოდნავადაც არ არის იმდენად საშიში. კორონავირუსის გადატანა და გადარჩენა შესაძლებელია. პანიკას ნუ აჰყვებით და გაცემულ ინსტრუქციასა და რჩევას დაუჯერეთ." დაწერა მწერალმა ტვიტერზე. 

სტივენ კინგის რომანში The Stand საუდუმლო ბაზაზე ვირუსი გაჟონავს, რომელსაც მთელი პერსონალი შეეწირება და ადგილზევე გარდაიცვლება. გადარჩება მხოლოდ დარაჯი და მისი ოჯახი, თუმცა ბაზიდან გამოღწევის შემდეგ ვირუსი მსოფლიოს მოედება და საშინელი ეპიდემია დაიწყება. გადარჩენილი ადამიანები ორ ბანაკად იყოფიან: ნახევარი ძველი წესრიგის მომხრეა, ნახევარი ძალაუფლებისთვის იბრძვის.

კომენტარები