კორონავირუსის გამო ჩეხეთში სკოლები დახურეს

https://www.praguemorning.cz/

ჩეხეთში ახალი კორონავირუსის გამო სკოლები ხვალიდან, 11 მარტიდან დაიხურება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ანდრეი ბაბიშმა დღეს განაცხადა.

ქვეყნის პრემიერმინისტრის ცნობით, აიკრძალება შეკრებები, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრება.

ამ დროის მონაცემებით, ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა გამოვლენილი.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4,027-მდე გაიზარდა. გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 114,458 შემთხვევა, აქედან 64,270 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული​. კარანტინის პირობობებში 178 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები