კორონავირუსი

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე, თვითიზოლაციაშია

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე, თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ბრიფინგზე თქვა. 

დავითაშვილის ინფორმაციით, იური ნოზაძის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა. მისივე თქმით, იური ნოზაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

"ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თვითონ ბატონმა იურიმ თავი შეიკავა ყველა საჯარო შეხვედრისგან, თათბირისა და ბრიფინგისგან. ის თვითიზოლაციაშია, რაც ასევე ადასტურებს მის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას", - თქვა დავითაშვილმა. 

ლევან დავიტაშვილის ინფორმაციით, სამინისტროში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და ამ წყაროთი კორონავირუსის გავრცელების რისკი არ არსებობს. 

თვითიზოლაციაში იმყოფება ეკონომიკის მინისტრის მოადგილეც, გენადი არველაძე. მისი თქმით, კოორნავირუსი მეგობარს დაუდასტურდა. თავად არველაძეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.  

საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნახეთ აქ.

კომენტარები