რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ საქართველოს ხელისუფლებიდან, ტაბულას უთხრა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე თეთრ სახლში დაიბარა.
ელჩი ადმინისტრაციამ პოლიტიკური კრიზისის ფონზე, დღევანდელი, 8 მარტის შეთანხმების მიღწევამდე დაიბარა.
წყაროების ინფორმაციით, დავით ბაქრაძე თეთრ სახლში ორშაბათს, 9 მარტს უნდა გამოცხადდეს.





