კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსის მე-13 შემთხვევა დადასტურდა

WLFI

საქართველოში კორონავირუსის მეცამეტე შემთხვევა დადასტურდა.   

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ, ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში თქვა, პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არ მკურნალობს და ის სხვა ჰოსპიტალში იმყოფება - ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში ან გორში.  

ცერცვაძის თქმით, პაციენტი კონტაქტში იმყოფებოდა პირთან, რომელიც იტალიაში დაინფიცირდა. 

კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან ცხრა ირანსა და იტალიაში მყოფი პირია, ხოლო ოთხი- იტალიაში მყოფთან კონტაქტში მყოფი ადამიანი.

კომენტარები