კორონავირუსი

იტალიაში COVID 19-ით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია

საგარეო საქმეთა სამინისტრო

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობას რომის ერთერთ კლინიკაში აგრძელებს. 

ინფორმაცია ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს იტალიის ელჩმა, ანტონიო ბარტოლიმ, მიაწოდა. მოგვიანებით მედიასთან კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, გააკეთა. 

"იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა იტალიის ერთერთ რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელმაც აცნობა საქართველოს საელჩოს, რომ მას აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე. შემდეგ საქართველოს საელჩო დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს და ეს ქალი გადაიყვანეს დედაქალაქის ერთერთ კლინიკაში," - თქვა ხვთისიაშვილმა. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დღეს, 4 მარტს გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია, მათ რაიმე გართულებები არ აქვთ. ამ ეტაპზე კარანტინში 100-ზე მეტი ადამიანი რჩება.

იტალია ამ დრომდე რჩება ახალი კორონავირუსის გავრცელების ერთერთ რისკ-ქვეყნად. დაინფიცირებულთა რაოდენობა 2500-ს აჭარბებს. გარდაიცვალა 79 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 160.

კომენტარები