Disney

დისნეიმ მულანიდან ლი შანგის პერსონაჟი #MeToo მოძრაობასთან შეუსაბამობის გამო ამოიღო

Disney

დისნეიმ მულანის ფილმიდან ლი შანგის პერსონაჟი #MeToo მოძრაობასთან "შეუსაბამობის" გამო ამოიღო - ამის შესახებ კომპანიის პროდიუსერმა განაცხადა.

წელს, მიმდინარე თვეში, დისნეი ანიმაცია მულანის ფილმის ვერსიას გამოუშვებს, სადაც წინა ვერსიის მსგავსად ქალი კაცად ინიღბება, რათა ჩინეთის არმიაში მამამისის ადგილას ბრძოლა შეძლოს.

1998 წელს გადაღებული ანიმაცია ჰუა მულანის ჩინურ ლეგენდას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც გენერალ ლი შანგს მულანის ალტერ-ეგოსთან, კაც მებრძოლ პინგთან ბმა უჩნდება. მას შემდეგ კი, რაც მულანის ნამდვილ იდენტობას იგებს, ლი შანგს ის უყვარდება.

დისნეის პროდიუსერმა, ჯეისონ რიდმა, ლი შანგის ფილმიდან ამოღების მიზეზებზე ისაუბრა.

"განსაკუთრებით #MeToo მოძრაობის პირობებში, გყავდეს უფროსი გენერალი, რომელსაც სასიყვარულო დაინტერესება აქვს დაქვემდებარებულის მიმართ, ძალიან არაკომფორტულია და ვფიქრობთ, რომ შეუსაბამოა.

ფილმისთვის ლი შანგის პერსონაჟი ორად გავყავით: ერთი მხარე გენერალი ტანგი იქნება, რომელიც მულანის მამისა და მენტორის როლს შეითავსებს, ხოლო მხარე ნაწილი ჰონგუი იქნება, რომელიც მულანის თანასწორ ჯარისკაცად იქნება ფილმში წარმოდგენილი", - თქვა ჯეისონ რიდმა.

მულანის ფილმის ვერსია მიმდინარე თვეში, მარტში გამოვა.

კომენტარები