სოფო ტერნერმა, ჟურნალ ELLE-სთან ახალ ინტერვიუში, ჯო ჯონასთან პირველი შეხვედრა გაიხსენა.
Game of Thrones-ის მსახიობის თქმით, თავიდან შემთხვევით ჯო ჯონასის აგენტს შეხვდა, რის შემდეგაც თავად ჯონასი შეეხმიანა და ლონდონის ერთ-ერთ ბარში დაპატიჟა.
"ჩემს მეგობართან ერთად ვცხოვრობდი კამდენში, ძალიან უცნაური სახლი იყო - ხალხი ფანჯრებიდან შემოდიოდა და გადიოდა. როდესაც ჩემს მეგობრების ამის შესახებ [ჯო ჯონასისი] ვუთხარი, მათ მითხრეს, რომ ეს შესანიშნავი იყო და მას აუცილებლად უნდა შევხვედროდი", - თქვა მსახიობმა.
სოფი ტერნერის თქმით, ის ჯო ჯონასზე დაბალი წარმოდგენების იყო და ეგონა, რომ შეხვედრაზე დაცვის წევრებთან ერთად მივიდოდა, ამიტომ მან თავისი ბიჭი მეგობრები წაიყვანა.
"ეს იყო ლოკალური ჭუჭყიანი ბარი, დიდებული მუსიკით. ეს ბარი იყო ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი ადგილი პარალელურად.
მას არ წამოუყვანია დაცვის წევრები. მეგობარი ახლდა და იმდენივე დალიეს, რამდენიც ჩვენ. მახსოვს, რომ ჩვენ ორმა საცეკვაო ადგილზე მხოლოდ რამდენიმე წუთი გავატარეთ, შემდეგ კუთხეში თავისუფალი ადგილი ვიპოვეთ და ვისაუბრეთ. ვსაუბრობდით საათების განმავლობაში. არ მომბეზრდა, ეს არ იყო ნაძალადევი საუბარი, ეს ძალიან მარტივი იყო. აქედან ცოტა ხანში განუყრელები ვიყავით და მას ტურნეში წავყევი", - თქვა მსახიობმა.
სოფი ტერნერი და ჯო ჯონასი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან. წყვილმა 9 თვის წინ, 2019 წლის 30 მაისს, ლას-ვეგასში იქორწინა. ამის შემდეგ მათ, 1 ივლისს, საფრანგეთში მეორე ქორწილიც გადაიხადეს.
"ვფიქრობ, რომ ერთადერთი რაც შეიცვალა [ქორწინების შემდეგ] არის ის, რომ საოცარი დაცულობის განცდა გამიჩნდა. მე მომწონს, რომ დაქორწინებული ვარ, ეს შესანიშნავია", - თქვა მსახიობმა.