ფაშინიანის თქმით, გიორგი გახარიამ კავკასიური ნაგაზი აჩუქა

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ინსტაგრამზე ძაღლის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ის საქართველოს პრემიერმინისტრმა აჩუქა.

ფაშინიანმა ასევე დაწერა, რომ ეს მისი მეხუთე ძაღლია და საქართველოს პრემიერმინისტრის ძვირფასი საჩუქარია.

სომხეთის პრემიერმინისტრის ვიზიტი საქართველოში 3 მარტს დაიწყო და 4 მარტს სრულდება. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს.

კომენტარები