პოლიტიკური დევნა

ოხანაშვილი: უხერხულია, საარჩევნო სისტემაზე საუბრისას ვაჭრობდნენ ვინმეს გათავისუფლებაზე

არ შეიძლება საარჩევნო სისტემაზე საუბარი მიმდინარეობდეს ვინმე მსჯავრდებულ პირთან მიმართებაში, გათავისუფლდება თუ არ გათავისუფლდება. ეს არ არის ისეთი სიტუაცია, როდესაც პოლიტიკურად უნდა წყდებოდეს, ვინმეს გათავისუფლების ან არ გათავისუფლების საკითხი. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ, რომ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში და სადაც პირის მსჯავრდებისა თუ გამართლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

უხერხულია და სირცხვილია, რომ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებებზე ოპოზიციის გარკვეული ჯგუფი ვაჭრობდეს, რომ თუ ხელისუფლება არ გაათავისუფლებს ვინმე მსჯავრდებულს,  შეთანხმება არ მოხდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი საუბრობს პოლიტპატიმრების საკითხზე. გაერთიანებულ ოპოზიციას იმისათვის, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდნენ, ორი პრიობა აქვს, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და საარჩევნო სისტემის პროპორციულობა.

კომენტარები