კორონავირუსი

კორონავირუსის გამო თსუ-სა და თსსუ-ში სწავლა 16 მარტამდე გადაიდო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით სწავლა 16 მარტამდე გადაიდო. 

თსუ-სა და თსსუ-ში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 2 მარტის ნაცვლად 16 მარტს დაიწყება. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, 1 მარტიდან სასწავლო კორპუსებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყება. 

"გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს", - წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებებში. 

კორონავირუსთან დაკავშირებით, პროფილაქტიკის მიზნით, 16 მარტამდე არდადეგები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებშიც გამოცხადდა

16 მარტამდე გახანგრძლივდა არდადეგები სკოლებშიც. 

ამ დროისთვის კორონავირუსის ინფექცია დადასტურებული საქართველოში სამ ადამიანს აქვს - ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალი, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

კომენტარები