კორონავირუსი

საზოგადოებრივ ტრანსპორტებსა და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები გაძლიერდება

თბილისის მერია

საზოგადოებრივ ტრანსპორტებსა და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები გაძლიერდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ წყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

"დავალებები უკვე მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს, მათ შორის, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ქვეუწყებებს," - აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.

ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების გამო საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევაა დადასტურებული.

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 83 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,800-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა, 78 000-ზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 50-ზე მეტ ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია დაახლოებით 3700 შემთხვევაზე, საიდანაც 57 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაში. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა.

კომენტარები