ქალთა მიმართ ძალადობა

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელიც ყოფილ ცოლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილ ცოლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

"ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული გ.ბ. დუშეთში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.-მ ყოფილ მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა", - ამბობენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

კომენტარები