კორონავირუსი

მექსიკური ლუდის Corona-ს გაყიდვები 21%-ით გაიზარდა

მსოფლიოში ლუდის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიამ Anheuser-Busch InBev-მა 2019 წლის ფინანსური ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ კომპანიის კუთვნილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდის - Corona-ს გაყიდვები 21%-ით არის გაზრდილი. 

ყველაზე მეტად ლუდის გაყიდვები მექსიკასა და ჩინეთში გაიზარდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში ჩინეთში ლუდის გაყიდვები 15%-ით გაიზარდა და ქვეყნის პრემიემ ლუდის სეგმენტში წამყვანი პოზიციები უჭირავს. 

კომპანიაში ლუდის გაყიდვების ზრდას ახალი კორონავირუსული ტიპის ინფექციის Covid19-ის გავრცელებას არ უკავშირებენ. პირიქით, დოკუმენტში ხაზგასმულია რომ ვირუსის აფეთქების შედეგადად ჩინეთში ლუდის გაყიდვების მაჩვენებელი მნიშვნელონად შემცირდა. 

"ჩვენი შეფასებით, მიმდინარე წლის პირველ თვეებში კორონავირუსის აფეთქებამ კომპანიის შემოსავლები 285 მილიონი დოლარით შეამცირა", — ნათქვამია წლიურ ანგარიშში. 

ლუდი კორონას სახელწოდება სოციალურ ქსელებში ხშირად კორონავირუსთან დაკავშირებულ ხუმრობებში გამოიყენება. ამასთან დაკავშირებით, იანვარში Google-მა განაცხადა, მკვეთრად გაიზარდა ისეთი ტიპის საძიებო ფრაზები როგორიცაა Beer Corona Virus [ლუდ Corona-ს ვირუსი] და Corona Beer Virus. 

მოგვიანებით, კომპანიის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომხარებლები გაიგებენ, რომ კორონავირუსსა და ლუდს შორის არანაირი კავშირი არ არის. 

კომპანია Anheuser-Busch InBev მსოფლიოში ლუდის უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიას ეკუთვნის ისეთი ბრენდები როგორიცაა: Budweiser, Stella Artois და კორონა. 2019 წელს ორგანიზაციის მოგება 8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. 

რაც შეეხება გაყიდული ლუდის რაოდენობას, აქ ზრდა 1%-ს აღემატებოდა და 561 მილიონი ჰექტოლიტრი შეადგინა.



 

კომენტარები