ლედი გაგას მომავალი ალბომის პირველი სინგლის მუსიკალური ვიდეო Youtube-ზე გამოჩნდა.
საინტერესოა, რომ კლიპი Iphone 11 Pro-თია გადაღებული. ვიდეოს შემქმნელების თქმით, Iphone 11 Pro-თი გადაღება მეტ თავისუფლებას და შესაძლებლობას იძლეოდა.
მომღერლის სიტყვებით მან გადაწყვიტა მთელი თავისი ემოცია, ტკივილი, ბედნიერება, სიყვარული ამ ალბომში ჩაედო და ამით ენერგიის დიდი წყარო შეექმნა, რომელზეც ადამიანები იცეკვებენ.