ბანკში კრედიტის უკანონოდ მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის 4 პირი დააკავეს

shutterstock

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და კრედიტის უკანონოდ მიღებისთვის აჭარაში 4 პირი დააკავეს. 

"ბრალდებულებმა აჭარის რეგიონში სხვა პირებთან ერთად დაამზადეს ყალბი საშემოსავლო დეკლარაციები და სახელფასო ცნობები ერთ - ერთ კომერციულ დაწესებულებაში თითქოსდა მუშაობის შესახებ, რომლებიც შემდგომში, სხვადასხვა პირებმა, საბანკო დაწესებულებებში კრედიტის მისაღებად გამოიყენეს", - წერია განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 5 წლამდე ვადით თვაისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები