კორონავირუსი

ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირებულ კაცზე: ჩივილები არ აქვს, მკურნალობაც არ სჭირდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 50 წლის მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ეზუგბაია აღნიშნავს, რომ პაციენტს მკურნალობაც არ სჭირდება და მას მხოლოდ აკვირდებიან.

"მას მკურნალობაც არ სჭირდება, იმიტომ, რომ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა არ აქვს, ჩივილები არ აქვს, ლაბორატორიული მონაცემებით, პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. მასთან ხდება მეთვალყურეობა”, - ინტერპრესნიუსის ცნობით, უთხრა ჟურნალისტებს ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა, გუშინ 26 თებერვალს გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული მოქალაქე საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და სხვა მოქალაქეებთან მას შეხება არ ჰქონია. 

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 40-მდე ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია სულ 2500 შემთხვევაზე, საიდანაც 34 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაში. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა.

კომენტარები