კორონავირუსი

ენდელაძე კაცზე, რომელიც პალატაში შეაბრუნეს: ტუმბო გატეხა, ნაწილი მოაძრო და კარი გააღო

მთავარი

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე ამბობს, რომ ირანის მოქალაქემ, რომელიც გუშინ ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებმა პალატაში ინტერვიუს მიცემის დროს შეაბრუნეს, ბოქსირებულ პალატაში ტუმბო გატეხა და კარი მოტეხილი ნაწილით გააღო.

"შემოსვლის დღიდან ზედმეტად გვიჭირდა და დაცვის გამოყენება გვჭირდებოდა იმისთვის, რომ გაგვეჩერებინა", - ამბობს მარინა ენდელაძე მთავართან ინტერვიუში. 

ენდელაძის თქმით, შემთხვევა განსაკუთრებულად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 

გუშინ, 26 დეკემბერს, ინფექციურ საავადმყოფოსთან ირანის მოქალაქე ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ კორონავირუსი არ დაუდგინდა, რა დროსაც საავადმყოფოდან ორი თანამშრომელი გამოვიდა და ის უკან, ინფექციურ საავადმყოფოში, ძალის გამოყენებით შეაბრუნა.

კომენტარები