APPLE

კომპანია Apple სერიალებსა და ფილმებში ბოროტმოქმედებს Iphone-ის გამოყენებას უკრძალავს

ტაბულა

Vanity Fair-ის ახალ ვიდეოში ფილმის Knives Out რეჟსორმა რაიან ჯონსონმა გაამხილა, რომ კომპანია Apple ზრუნავს  იმიჯზე და სერიალებსა და ფილმებში ბოროტმოქმედებს თავისი პროდუქციის გამოყენებას უკრძალავს. 

კომპანია მოითხოვს, რომ Iphone ეკრანზე უარყოფითი პერსონაჟების ხელში არ აღმოჩნდეს. 

"არ ვარ დარწმუნებული, რომ ამას უნდა ვამბობდე, ალბათ ცხოვრებას გავირთულებ და შემდეგ დეტექტივზე მუშაობისას პრობლემები შემექმნება, მაგრამ მაინც ვიტყვი, რადგან ძალიან საინტერესო ინფორმაცია მაქვს. Apple ნებას გვრთავს გამოვიყენოთ მისი პროდუქცია ფილმებსა და სერიალებში, მაგრამ არ შეიძლება, რომ Iphone ბოროტმოქმედს ეჭიროს." თქვა რეჟისორმა.

Vanity Fair-ის სრულ ვიდეოში, რეჟისორი აღწერს ფილმზე Knives Out მუშაობის პროცესს. ასევე ცნობილი გახდა, რომ ჯონსონი ახალი სურათის სცენარზე მუშაობს.

კომენტარები