Apple საკუთარ სისტემებში წლის ბოლომდე ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI-ის პროდუქტის, ChatGPT-ის ინტეგრირებას აპირებს. ამის შესახებ ცნობილი Apple-ის დეველოპერთა მსოფლიო კონფერენციაზე გახდა ცნობილი.
როგორც კონფერენციაზე გაირკვა, ეს განახლება, რომელიც ინტეგრირებულ ChatGPT-ის მოიცავს, იგეგმება iOS 18-ის, iPadOS 18-ისა და macOS Sequoia-ს სისტემებზე. ინტეგრაცია წლის ბოლომდე მოხდება.
მომხმარებლებს ChatGPT-ის გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში, პროგრამა Siri-ის მეშვეობით შეეძლებათ. Siri მომხმარებელს შეეკითხება, სურს თუ არა კითხვების ChatGPT-სთან გაზიარება და შემდეგ ამ პროგრამის მიერ გენერირებულ პასუხებს შესთავაზებს.
OpenAI-ის პროდუქტის შესაძლებლობები უფრო ფართოდ ინტეგრირებული იქნება. როგორც Apple-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს, მაგალითისთვის, მომხმარებლებს შეეძლებათ პროგრამას ბავშვებისთვის ძილისპირული ზღაპარი დააწერინონ და ChatGPT-ის ამბავი გენერირებული სურათებით გააფორმებინონ.
ChatGPT-ი Apple-ის სისტემებში უფასოდ ინტეგრირებული იქნება. არ გახდება საჭირო დამატებით გადასახადის გადახდა ან ანგარიშის შექმნა. კითხვები და ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი პროგრამას მიაწვდის, არ იქნება შენახული.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ Apple-ი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საკუთარი ძალისხმევის გაფართოებასაც აპირებს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საჭიროა პირადულობისა და პერსონალიზაციის დაცვა.





