31 მარტს, საფრანგეთის კონკურენციის სააგენტომ Apple-ს 150 მილიონი ევროს ჯარიმა დააკისრა კონფიდენციალურობის ფუნქციის გამო, რომელიც მომხმარებლებს აპლიკაციების მიერ პირადი მონაცემების წვდომისგან იცავს, თუმცა, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მისმა დანერგვამ კონკურენციის კანონების დარღვევა გამოიწვია.
სააგენტოს განცხადებით, iPhone და iPad-ის აპლიკაციების მიერ მომხმარებლის თანხმობის მოთხოვნის სისტემა (App Tracking Transparency - ATT) თავისთავად კრიტიკის საგანი არ არის. თუმცა, რეგულატორის შეფასებით, "მისი დანერგვის ფორმა არ იყო არც აუცილებელი და არც პროპორციული Apple-ის მიერ დეკლარირებულ პირადი მონაცემების დაცვის მიზანთან".
Apple-მა ATT ფუნქცია 2021 წლის აპრილიდან შეიყვანა iPhone-სა და iPad-ის ოპერაციულ სისტემაში. ეს ფუნქცია აპლიკაციებს მომხმარებლის მონაცემების შეგროვებამდე მათი ნებართვის მიღება ევალებათ. მიუხედავად იმისა, რომ ATT პირადი მონაცემების დაცვის გამკაცრებას ისახავდა მიზნად, ის კრიტიკის ობიექტი გახდა, განსაკუთრებით მცირე აპლიკაციების შემქმნელების მხრიდან, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ცვლილება მათთვის მომხმარებლებისგან თანხის მოთხოვნის აუცილებლობას შექმნიდა.





