ისრაელი

ისრაელმა ღაზას სექტორში და სირიაში ჯიჰადისტური დაჯგუფების სამიზნეები დაბომბა

Getty Images

ისრაელის სამხედრო ძალების განცხადების მიხედვით მათ სირიის და ღაზას სექტორში პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს და დამასკოს სამხრეთით და ღაზას სექტორში ისლამისტური ჯიჰადისტური დაჯგიფებების სამიზნეები დაბომბეს.

სირიის სამთავრობო მედიის მიხედვით სარაკეტო თავდაცვის სისტემემ ისრაელის მიერ გასროლილი რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო.

ოფიციალური ინფორმაციით ღაზას სექტორში 4 ადამიანი დაშავდა.

დამასკოსთან ახლოს დაბომბვის შედეგად მოკლულია დაჯგუფება პალესტინური ისლამური ჯიჰადის ორი წევრი. ინფორმაცია დაჯგუფებამ დაადასტურა.

ისრაელის თავდასხმა კვირას ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 20-მდე რაკეტის გასროლას მოჰყვა. პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა ჯიჰადმა აიღო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მანამდე ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ღაზას სექტორის საზღვარზე დაპირისპირებისას დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის ერთი წევრი მოკლეს, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ცდილობდა. ისლამური ჯიჰადის დაჯგუფებას მხარს ირანი უჭერს.

კომენტარები