დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყველას მოუწოდებს მართლმადიდებელთა ოჯახში შევიდეს. ისევე, როგორც კიდობანში შესული მართლმადიდებელი ნოეს ოჯახი გადარჩა, მართლმადიდებელ ეკლესიაში შესული სამწყსო გადარჩება. წარღვნა უკვე მიმდინარეობს, დაწყებულია. ეს არის არა ფიზიკური წარწყმედა ადამიანთა, არამედ სულიერი. ცოდვის ღვარცოფი სულ უფრო და უფრო მატულობს და ცდილობს ჩასძიროს ამ მორევში ადამიანები. ჩვენი პატრიარქი, ვითარცა ნოე დგას და მოგვიწოდებს, რომ ჩვენ მოვემზადოთ და დავმკვიდრდეთ დედა ეკლესიის წიაღში. არის წინასწარმეტყველება, რომ ივერია გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს, ეს იქნება ეკლესია, რომელიც აჩვენებს მთელ მსოფლიოს მაგალითს. დღეს თქვენ ხედავთ, რომ არა მარტო მართლმადიდებლური სამყარო, პატრიარქის ავტორიტეტს ძალიან დიდ ანგარიშს უწევს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, სამღვდელოება, მრევლი. მას მიიჩნევენ დღეს მთავარ სულიერ ავტორიტეტად. ასევე, კათოლიკური და პროტესტანტული, არაქრისტიანული სამყარო - მუსულმანური, იუდეველთა სამყარო, ყველა აღიარებს ამ პიროვნების ძალიან დიდ სულიერებას. სწორედ მართლმადიდებელი ოჯახის სულიერი ავტორიტეტი, პატრიარქი დგას და აშენებს სულიერ ტაძარს, რომ ჩვენ გადავურჩეთ ამ წარღვნას
საქართველოს საპატრიარქო
მეუფე დანიელი: წარღვნა დაწყებულია, ცოდვის ღვარცოფი მატულობს და პატრიარქი დგას, ვითარცა ნოე
tbl.ge/4gxk
დაკოპირდა

IPN-ის ცნობით, ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას თქვა.
ამავე თემაზე
- მეუფე იაკობი: ევროპაში გაიგონ, ცუდ ბრძოლაში შემოდიან – არ მოვწონვართ? თავი გაგვანებონ
- საპატრიარქო: ეკლესია არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული
- ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ ილია მეორის საახალწლო მილოცვა მონტაჟი იყო
- მთავრობა საპატრიარქოს მცხეთაში, გორსა და თბილისში სამ მიწის ნაკვეთს გადასცემს
- ღუდუშაური მეუფე ნიკოლოზის განცხადებაზე: მცდარი და მიუღებელია