რუსული კიბერთავდასხმა

კახიძე: გახარიას შეფასება რუსულ კიბერთავდასხმაზე ნეიტრალური ფიგურის ბუნდოვანი კომენტარია

ტაბულა

"გახარიას შეფასება არის ნეიტრალური ფიგურის მიერ გაკეთებული ბუნდოვანი განცხადება", - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე, რუსულ კიბერთავდასხმაზე საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას კომენტარს. 

"გვყავს ხელისუფლება, რომელსაც გავრილოვი ჩამოჰყავს და ამით აღშფოთებულ მოქალაქეებს თვალებში რეზინის ტყვიებს უშენს. ამით უკვე გასაგები ხდება, თუ რატომ იქცევა ხელისუფლება ასე და რატომ არის რუსეთის მიმართ გარკვეულწილად დამთმობი",- უთხრა კახიძემ მთავარს. 

გასული წლის ოქტომბერში მომხდარ კიბერშეტევას, რომელზე პასუხისმგებლობაც, 20 თებერვალს, საქართველოს, ბრიტანეთის და აშშ-ის ოფიციალურმა უწყებებმა რუსეთს დააკისრეს, გიორგი გახარია ტვიტერზე გამოეხმაურა. პრემიერმინისტრი წერს, რომ "შეუწყნარებელი აქტი მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას." 

20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გასული წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია. მაშინ 15 000-ზე მეტ ვებგვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). დაჰაკული ვებსაიტები "პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული.  

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსი განაგრძობს საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, მათ შორის კიბერთავდაცის მხრივ.

პარალელურად, განცხადება გაავრცელეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაერთიანებული სამეფომ, ლიტვამპოლონეთმანიდერლანდებმანორვეგიამ, ჩეხეთის რესპუბლიკამესტონეთმა და დანიის სამეფომ.

გაერთიანებულმა სამეფოს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მათ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას.

პასუხად ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ "რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას"

კომენტარები