ცნობილი ადამიანები

ორლანდო ბლუმმა ტატუდ თავისი შვილის არასწორად დაწერილი სახელი გაასწორა

Getty Images

ორლანდო ბულმმა ხელზე ტატუდ თავისი შვილის არასწორად დაწერილი სახელი გაასწორა - ამის შესახებ მან ინსტაგრამზე ფოტო დადო.

"საბოლოოდ სწორად გავიკეთე. რანაირად შეიძლება ასეთი შეცდომა დაუშვა? კიდევ კარგი ვიცი, როგორ დავიწერო Sidi. სამუდამოდ ჩემი ბიჭი <3", - დაწერა მსახიობმა.

თებერვლის დასაწყისში ორლანდო ბლუმმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი ტატუ ჩანდა. შვილის სახელი მორზეს ანბანზე ეწერა, რომელსაც ინტერნეტში შენიშნეს, რომ ერთი წერტილი აკლდა.

"პატარავ, არასწორად გიწერია", - იყო ერთ-ერთი პირველი კომენტარი, რომელიც მას დაუწერეს.

ამის შემდეგ მსახიობი მიხვდა, რომ ხელზე შვილის სახელი მართლაც არასწორად ეწერა და ის თავის ტატუს არტიტს შეასწორებინა.

კომენტარები