რუსული კიბერთავდასხმა

დანია: ვიზიარებთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მავნებლურ კიბერშეტევაზე

Global Financial Integrity

დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას გამოეხმაურა:

"გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებულმა შტატებმა საქართველოს წინააღმდეგ სერიოზული და მავნებლური კიბერთავდასხმები რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურს ("გრუ") მიაკუთვნა. დანია იზიარებს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მავნებლურ კიბერაქტივობაზე და მშვიდობიანი, თავისუფალი, ღია და უსაფრთხო კიბერსივრცის ხელშეწყობას გააგრძელებს".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კიბერ-თავდასხმის შესახებ განცხადება დღეს გაკეთდა. სამინისტროს ცნობით, გასული წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია.

"ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ." ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგმო საქართველოზე რუსეთის კიბერთავდასხმა და აშშ საქართველოს და ქართველ ხალხს "უცხადებს მხარდაჭერას მათი კიბერუსაფრთხოების გაძლიერებასა და მავნე კიბერაქტორებთან დაპირისპირებაში."

საქართველოზე რუსეთის ჰაკერული თავდასხმა გაერთიანებულმა სამეფომაც დაგმო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თავდასხმაზე განაცხადეს, რომ რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებდა.

კომენტარები