ქართული ოცნება ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან ნამდვილ ემოციას და დადგმულ პროტესტს. გუშინ აქ მოსული ადამიანები დადგმულ პროტესტს განასახიერებდნენ, ისე, რომ წესიერად ვერც ამეცადინეს და სახელები და გვარებიც კი ვერ დაამახსოვრებინეს, ეს ნიშნავს, რომ ისინი იყვნენ დავალებით მოსულები, ამიტომ, არ შეიძლება ამ აქციების სერიოზულად აღქმა და განხილვა
ევროპული საქართველო
ნადირაშვილი პარტიის ოფისთან აქციაზე: დავალებით იყვნენ მოსულები, წესიერად ვერც ამეცადინეს
tbl.ge/4gi3
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი. 18 თებერვალს პარლამენტის სესიაზე, არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლის დროს ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. ამის გამო, "ოცნების" რამდენიმე აქტივისტმა ევროპული საქართველოს ოფისთან აქცია გამართა და "ეკა ხოფერიასთვის აქტივობის შეწყვეტას" მოითხოვა.
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




