უმუშევრობა

საქსტატი: უმუშევრობის დონე 1.4%-ით შემცირდა და 10.9%-ს შეადგენს

benjielayug.com

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე საქართველოში 10.9%-ს შეადგენდა.

საქსტატის თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე 1.4%-ით შემცირდა.

ამისდა მიუხედავად, შემცირებულია მოსახლეობის დასაქმების დონე. თუ 2018 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებული შრომისუნარიანი მოსახლეობის 55.8% იყო, 2019 წლის მეოთხე კვარტალში ეს მაჩვენებელი 55%-მდე შემცირდა.

ამასთან, იკლო მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონემ. 2018 წლის მეოთხე კვარტალში მოსახლეობის 63.6% იყო ეკონომიკურად აქტიური, 2019 წლის მეოთხე კვარტალში კი - 61.7%.

კომენტარები