ბილი აილიში

ბილი აილიშმა ჯეიმს ბონდისთვის დაწერილი სიმღერა Brit Awards-ზე პირველად შეასრულა [video]

Dave J Hogan/Getty Images

18 წლის მომღერალმა ბილი აილიშმა ჯეიმს ბონდის ახალი ფილმისთვის სიმღერა "No Time to Die" პირველად 2020 წლის Brit Awards-ზე შეასრულა.

დაჯილდოებაზე ახალგაზრდა მომღერალმა სიმღერა ორკესტრის თანხლებით, მის ძმასთან ერთად შეასრულა.

ბილი აილიში ყველაზე ახალგაზრდა არტისტია, რომელმაც ჯეიმს ბონდის ფილმისთვის სიმღერა დაწერა.

ბილი აილიშის ძმამ, ფინეას ო'კონელმა გამოცემა GQ-სთან ინტერვუში თქვა, რომ მან და მისმა დამ სიმღერა ჯეიმს ბონდის ახალი ფილმისთვის ტურში ყოფნის დროს ავტობუსით მგზავრობისას დაწერეს.

კომენტარები