ბილი აილიში

ბილი აილიშმა და მისმა ძმამ სიმღერა ჯეიმს ბონდის ახალი ფილმისთვის ავტობუსში დაწერეს

ბილი აილიშის ძმამ, ფინეას ო'კონელიმ ინტერვიუში გამოცემასთან GQ თქვა, რომ მან და მისმა დამ სიმღერა ჯეიმს ბონდის ახალი ფილმისთვის No Time To Die სცენარის პირველი ოცი გვერდის მიხედვით, ტურში ყოფნის დროს ავტობუსით მგზავრობისას დაწერეს.

""No Time To Die“ ტურში ყოფნისას ავტობუსში დავწერეთ. სცენარის პირველი ოცი გვერდი მოგვცეს და ჯეიმს ბონდზე გადაღებულ ფილმებში სიმღერაც სწორედ ამ დროს იწყება ხოლმე, არა? სცენარის ოცი გვერდი წავიკითხეთ, არაჩვეულებრივი იყო. ზოგადად, ტექსტი დაგვეხმარა, მიმართულებაც გვეპოვა. ამიტომაც მე და ბილიმ სიმღერა იქვე, ავტობუსში დავწერეთ, დემოც ჩავწერეთ და დანარჩენი ლონდონში დავასრულეთ." თქვა მუსიკოსმა.

ბილი აილიშის სიმღერა ჯეიმს ბონდის ფილმისთვის No Time To Die შეგიძლიათ, მოისმინოთ აქ.

კომენტარები