18 წლის მომღერალმა, ბილი აილიშმა, ოსკარის 2020 წლის დაჯილდოებაზე თავის პერფორმანსზე ისაუბრა და მას ნაგავი უწოდა.
დაჯილდოებაზე ბილი აილიშმა The Beatles-ის "Yesterday" შეასრულა - მისი ძმა, ფინეა აილიში პიანინოზე უკრავდა.
"დიახ, მე ცუდად ვიყავი მთელი ოსკარის დაჯილდოების განმავლობაში, "გავაფუჭე" პერფორმანსი, ეს ჯანდაბა ნაგავი იყო", - თქვა მომღერალმა.
მისივე თქმით, ოსკარი არ არის მისი სცენა და ამ ფაქტმა ის აანერვიულა.
"ოსკარი არ არის ჩემი, ვგულისხმობ იმას, რომ ამას არ ვარ მიჩვეული. სულ მცირე, Grammy არ იყო ისეთი საშიში, როგორიც ეს იყო. აქ [ოსკარზე] არტისტების თავყრილობა იყო, მათგან უმეტესობას ვიცნობდი, შევხვდრილვარ, ისინიც მიცნობდნენ, მაგრამ კინოს ვარსკვლავები არიან. ეს შოუ სრულიად განსხვავებული იყო, შემაშინებელი იყო, ძალიან შემაშინებელი. როგორც წესი, მე არ ვღელავ, შოუების გამო არ ვნერვიულობ, თუმცა ეს ჯანდაბა შემაძრწუნებელი იყო. ჩემი აზრით, ჩვენ მადლობლები ვიყავით, რომ ეს დასრულდა", - თქვა ბილი აილიშმა.
მომღერალმა "Yesterday" ოსკარის დაჯილდოებაზე "In Memoriam" სეგმენტში შეასრულა და შესაბამისად პერფორმანსი ბოლო დროს გარდაცვლილ ადამიანებს მიუძღვნა.